მიხეილ სააკაშვილი - პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც ძალიან მალე დადგება, უკრაინაში ჩავალ

მიხეილ სააკაშვილი - პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც ძალიან მალე დადგება, უკრაინაში ჩავალ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, უკრაინაში დაბრუნდება.

"უკრაინაში დავბრუნდები, ვინაიდან ხალხის მობილიზაციას ექნება ადგილი. როდესაც სრული მობილიზაცია მოხდება, რა თქმა უნდა, მე გვერდზე არ დავდგები, არ დავჯდები და არ ვუყურებ გვერდიდან ამ ბრძოლას. პოლიტიკური ბრძოლის ორგანული ნაწილი ვიქნები, რომლის ინიცირებაც მე მოვახდინე. ბრძოლის გაზრდასთან ერთად პირველივე შესაძლებლობის შემთხვევაში, რომელიც ძალიან მალე დადგება, მე, რა თქმა უნდა, უკრაინაში ჩავალ და ამ ბრძოლის აქტიური მონაწილე გავხდები", - განუცხადა სააკაშვილმა "ბი-ბი-სი"-ს.

მიხეილ სააკაშვილმა გამორიცხა ის, რომ უკრაინაში დაბრუნებას ვერ შეძლებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."