რადიოჰოლდინგი "ფორტუნა" განცხადებას ავრცელებს

რადიოჰოლდინგი "ფორტუნა" განცხადებას ავრცელებს

რადიოჰოლდინგი "ფორტუნა" არ იყიდება, - ამის შესახებ მისი დამფუძნებლების განცხადებაშია ნათქვამი. როგორც დამფუძნებლები განმარტავენ, რადიოჰოლდინგ "ფორტუნას" გასხვისება ან სხვა მედიასაშუალებასთან გაერთიანება არ იგეგმება და ეს საკითხი საერთოდ არ დამდგარა დღის წესრიგში.

აღნიშნული განცხადებით კომპანიის დამფუძნებლები ბოლო პერიოდში გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურებიან, რომლის თანახმად, თითქოს "ფორტუნას" გასხვისება იგეგმება.

კომპანიის გენერალური დირექტორის თამარ ჩიგოგიძის განცხადებით, ჰოლდინგი მრავალპროფილურად ვითარდება.

"2016 წელს კომპანიამ საზოგადოებას უკვე შესთავაზა ახალი პროექტი – "ფორტუნა აკადემია", სასწავლო ტრეინინგ ცენტრი, რომლის მიზანია, ადამიანებს საშუალება მისცეს, განავითარონ უნარ-ჩვევები, რათა წარმატებით წარმართონ თავიანთი საქმიანობა და როგორც შედეგები აჩვენებს, საკმაოდ წარმატებული და პოპულარული პროექტია.

რაც მთავარია, ამჟამად სრული დატვირთვით მიმდინარეობს მზადება ახალი სეზონისთვის და უახლოეს მომავალში კომპანია საზოგადოებას უფრო მეტ საინტერესო და სასარგებლო პროექტებს შესთავაზებს, როგორც საინფორმაციო, ასევე გასართობი მიმართულებით, რათა უფრო მეტად განამტკიცოს ხალხის ნდობა და სიყვარული, რომელიც წლების განმავლობაში დაიმსახურა", - განაცხადა ჩიგოგიძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."