მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკომ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, რადგან მთავარი ოპონენტი გააგდო ქვეყნიდან

მიხეილ სააკაშვილი - პოროშენკომ საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, რადგან მთავარი ოპონენტი გააგდო ქვეყნიდან

პოროშენკოს ქმედება იყო დამფრთხალი, შეშინებული ადამიანის უკანონო ქმედება - მან დაარღვია უკრაინის კონსტიტუცია, მან დაარღვია უკრაინის საერთაშორისო ვალდებულებები. მე ვარ უკრაინის მოქალაქე, მიუხედავად იმისა, რა დაჯღაპნეს იქ, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა "კურიერის" პირდაპირ ეთერში საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხს.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, მას არ გააჩნია არც განზრახვა, არც სურვილი, არც გეგმა რომელიმე სხვა ქვეყანას სთხოვოს თავშესაფარი, გამომდინარე იქედან, რომ ის აპირებს უკრაინაში ძალების მობილიზებას.

"შემოდგომაზე ვაპირებთ დიდ მობილიზაციას უკრაინაში, კონკრეტული გაწერილი გეგმებით და ამის ორგანიზებაში აქტიურად ვარ ჩართული. ჩვენ გავივლით ყველა სამართლებრივ ინსტანციას, ამაზე უკრაინელი იურისტები მუშაობენ და უცხოელი იურისტებიც გვეხმარებიან. რაც პოროშენკომ გააკეთა ამით პრაქტიკულად, მან გამომაცხადა თავის მთავარ ოპონენტად უკრაინელების თვალში და უცხოელების თავში. შემდეგ აიღო და საკუთარი ხელით გამოიჭრა ყელი, რადგან მთავარი ოპონენტი გააგდო ქვეყნიდან, ასეთი რაღაცეები მთავრდება ძალიან ცუდად", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."