პრემიერ-მინისტრის მოწვევით, საქართველოს ხვალ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა

პრემიერ-მინისტრის მოწვევით, საქართველოს ხვალ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, ხვალ საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 31 ივლისს, 19:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს.

1-ელ აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება.

15:15 საათზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება "ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება.

მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს დასრულდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს 16:00 საათზე დატოვებს.

ფოტო: welt.de

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."