უკრაინული გამოცემა "ობოზრევატელ" პოროშენკოს იმ განკარგულებას აქვეყნებს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა

უკრაინული გამოცემა "ობოზრევატელ" პოროშენკოს იმ განკარგულებას აქვეყნებს, რომლითაც მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა

უკრაინული გამოცემა "ობოზრევატელ" უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განკარგულებას აქვეყნებს, რომლითაც საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოერთვა.

პეტრო პოროშენკოს მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი 26 ივლისით არის დათარიღებული.

განკარგულებაში ნათქვამია, რომ მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციის 106-ე მუხლის 26 პუნქტისა და "მოქალაქეობის შესახებ" კანონის მე-17 და მე-19 მუხლების თანახმად ჩამოერთვა.

გარდა ამისა, განკარგულებაში ასევე მოყვანილია კიდევ შვიდი პირი, რომლებსაც მოქალაქეობა ჩამოერთვა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."