გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს გააჩნია ყველა ტექნიკური ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის

გიორგი კვირიკაშვილი - საქართველოს გააჩნია ყველა ტექნიკური ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის

საქართველოს გააჩნია ყველა ტექნიკური ინსტრუმენტი ნატო-ს წევრობისთვის, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ მაიკ პენსთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო წარმატებით ახორციელებს ნატო-სთან თანამშრომლობის არსებით პაკეტს და სტრატეგიული თანამშრომლობის პაკეტს აშშ-სთან.

"ნატო-ს და აშშ-ს ხელმძღვანელობის მხრიდან რამდენჯერმე ითქვა, რომ არც ერთ ქვეყანას არ გააჩნია საქართველოს ნატო-ში გაწევრიანებაზე ვეტოს გამოყენების უფლება", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის გზავნილი, რომ ”ამერიკა საქართველოს გვერდით დგას” - ყველაფრის მთქმელია.

”მე ვფიქრობ, რომ ძალიან ძლიერი მესიჯი გაჟღერდა. გზავნილი - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, ყველაფრის მთქმელია. საქართველო ყოველდღიურ პროვოკაციებს აწყდება საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, ბორდერიზაციას, ქართველების გატაცებას, იმ ხალხის უფლებების ხელყოფას, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ცხოვრობს. ამას ყოველდღიურად ვხედავთ, მაგრამ ეს ასევე გვმატებს ძალას, ერთგულებას იმ მიზნებისა, რომლებიც საკუთარ თავს დავუსახეთ - ნატო-სთან ინტეგრაცია არის პროცესი, რომელიც გახლავთ საქართველოში. რა თქმა უნდა, საბოლოო მიზანი ნატო-ში გაწევრიანებაა და ჩვენ ამ ძალზე რთულ გზას მივუყვებით, რომელიც გულისხმობს რეფორმების გატარებას, ინსტიტუციურ მშენებლობას. დამერწმუნეთ, თანმიმდევრული ნაბიჯებით შესაძლებელი გახდება მიღწეულ იქნას უმნიშვნელოვანესი მიზანი - უზრუნველყოფილ იქნას ხანგრძლივვადიანი სტაბილურობა”, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

თავის მხრივ, მაიკ პენსმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს მჭიდრო მუშაობას საქართველოს მთავრობასთან, რათა გაძლიერდეს ქვეყნის ნატო-სთან დაახლოება და საქართველო ერთ დღეს ნატო-ს წევრი ქვეყანა გახდეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."