პრემიერ-მინისტრი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტს ეხმაურება

პრემიერ-მინისტრი ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტს ეხმაურება

პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტი და გაკეთებული განცხადებები, ”ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობაა”. ამის შესახებ კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

„მინდა აღვნიშნო ჩვენს ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მაღალი თანამდებობის პირების ვიზიტთან დაკავშირებით. ეს განცხადებები, რომლებიც ჩვენ მოვისმინეთ, ემსახურება იმ პოლიტიკის გაგრძელებას, რომლის მოწმენიც ჩვენ ვართ. ეს არის საქართველოსთვის ძალისმიერად წართმეული რეგიონების მდგომარეობის დაკანონების მცდელობა. რა თქმა უნდა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი საერთაშორისო სტრატეგიული პარტნიორების მხარდაჭერით, მშვიდობიან, კონსტრუქციულ რეჟიმში შევძლოთ, რომ რუსეთთან პოლიტიკურად დავარეგულიროთ ჩვენი კონფლიქტი, საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრები ჩვენი მოსახლეობა შევარიგოთ და გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა. ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ამ ამოცანის წარმატებით განხორციელებაში არცერთ ჩვენგანს, პირადად მე, ეჭვი არ მეპარება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ, 8 აგვისტოს აფხაზეთს ეწვევა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."