ფრაქცია "ქართული ოცნების" განცხადება: "გიორგი მარგველაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს"

 ფრაქცია "ქართული ოცნების" განცხადება: "გიორგი მარგველაშვილმა შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს"

ფრაქცია "ქართული ოცნება" პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას პასუხობს. "გუშინ გიორგი მარგველაშვილმა მორიგი შეურაცხყოფა მიაყენა მმართველი პარტიის ლიდერებს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ ყველას, არ აყვნენ მას და არ უპასუხონ მის შეურაცხმყოფელ განცხადებებს", - აღნიშნულია ფრაქცია "ქართული ოცნების" მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "რუსთავი 2"-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოში უმრავლესობით მოსული პარტიებისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი.

"კიროვის პარკის" შესასვლელთან იყო დიდი პლაკატი, ბრეჟნევი გვიქნევდა ხელს, სადაც ეწერა: "პარტიისა და ხალხის ურღვევი ერთობა იყო და არის საწინდარი ჩვენი საზოგადოების უძლეველობისა". ეს იყო შეჯამება იმ აზროვნების, რომ მთელი სინდისი, ჭკუა, გამოცდილება, ხედვა და პატრიოტიზმი თავმოყრილია ერთ გუნდში და დანარჩენი ყველა ან უნდა იყოს ამ გუნდის მსახური, ან თუ არ ემსახურება, ბოლომდე არ მისდევს და ტაშს არ უკრავს, არის ქვეყნის დამაქცეველი, მტერი და რეტროგრადი. ეს არის ის აზროვნების ფორმა, რომელიც ჩვენ, სამწუხაროდ, ვერ გადავძლიეთ და მუდმივად, პარტია, რომელიც მოიპოვებს უმრავლესობას, მისთვის ნებისმიერი განსხვავებული აზრი არის მიუღებელი და დასაცინი ", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."