მიხეილ სააკაშვილი - პოლონეთში ყოფნა უფრო სწორია უკრაინასთან მიმართებში, ვიდრე აშშ-ში კომფორტულ პირობებში დარჩენა

მიხეილ სააკაშვილი - პოლონეთში ყოფნა უფრო სწორია უკრაინასთან მიმართებში, ვიდრე აშშ-ში კომფორტულ პირობებში დარჩენა

პოლონეთში ყოფნა უფრო სწორია უკრაინასთან მიმართებში, ვიდრე აშშ-ში კომფორტულ პირობებში დარჩენა. აღნიშნულის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა FACE2FACE-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„მე ახლა მეგობრულ პოლონეთში ვიმყოფები. მე აქ რამდენიმნე ღონისძიებაზე დამპატიჟეს, რომელიც ვარშავის აჯანყებას უკავშირდება, პოლონეთის ისტორიის გმირულ ეპიზოდს“, - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მას უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვეს, მას აშშ-დან პოლონეთში გამგზავრების პრობლემა არ ჰქონია.

პოლონეთის მმართველი პარტიის დეპუტატმა მალგოჟატა გოშევსკაიამ განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლონეთში ვიზიტით იმყოფება. სააკაშვილმა ვარშავის აჯანყების 73-ე წლისთავის ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა.

მას შემდეგ, რაც უკრაინის პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა, სააკაშვილი არცერთი ქვეყნის მოქალაქე აღარ არის. პოლონეთში გამგზავრებამდე მიხეილ სააკაშვილი ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."