გიორგი მარგველაშვილი - ცოტა კომიკურია, როდესაც საუბრობენ, რომ პრეზიდენტი პოლიტიკაში მონაწილეობს, აბა სად ვარ, ძალიან საინტერესოა?

 გიორგი მარგველაშვილი - ცოტა კომიკურია, როდესაც საუბრობენ, რომ პრეზიდენტი პოლიტიკაში მონაწილეობს, აბა სად ვარ, ძალიან საინტერესოა?

ცოტა კომიკურია, როდესაც საუბრობენ, რომ პრეზიდენტი პოლიტიკაში მონაწილეობს. აბა სად ვარ, ძალიან საინტერესოა?"- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს ტელეკომპანია "იმედის" ეთერში დასმულ შეკითხვაზე პასუხისას.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, პირადად მას არავისთან დაპირისპირება არ აქვს.

პრეზიდენტმა გაიხსენა მასზე გავრცელებული ინფორმაციები და ის ვიდეოები, რომელიც "ვიკილიქსზე" აიტვირთა.

"ოთხი წელიწადია ამას ვისმენთ: ამ აბსურდს, რომელიც დღესაც გრძელდება; ამ აბსურდს, რომელიც მდგომარეობდა იმაში, რომ მარგველაშვილი სტამბულში ნახეს, აიტვირთა "ვიკილიქსზე" მარგველაშვილისა და სააკაშვილის საუბარი. მარგველშვილი ნამდვილად შეკრულია "ნაციონალურ მოძრაობასთან", მისი პოზიცია ხშირად ემთხვევა "ნაციონალური მოძრაობის" პოზიციას. მათ შორის მაღალი თანამდებობის პირები, კანტორა, რომელიც ტვირთავდა ამ ვიდეოებს და შემდეგ ამის გამოძიებას აპირებდა", - განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებაში" ბევრია ისეთი პოლიტიკოსი, რომლებმაც

"ნაციონალური მოძრაობა" დატოვა და "ქართულ ოცნებაში" გადახტა".

"ოთხი წელია ამას ვისმენ, რომ შეკრული ვარ ვიღაცასთან და იცით რატომ არ ვპასუხობ? იმიტომ რომ სულ მგონია, ეს არის ერთიანი, მდარე პროპაგანდის ნაწილი.

ვისთან დაახლოვდა და რა პერსონაჟებთან დაახლოვდა "ქართული ოცნება" სიას გადახედეთ და მიხვდებით. მე რომ "ნაციონალურ მოძრაობაზე" მესაუბრებიან, ჩაიხედონ თავიანთ სიაში და კარგად ნახონ. ამ პროპაგანდისგან მუდმივად რომ მივდივარ იმიტომ კი არა, რომ პასუხი მიჭირს და არ შემიძლია, მინდა, რომ ეს თემა როგორღაც წაიშალოს და მართლა გადავიდეთ რეალურ საკითხებზე სასაუბროდ. მართლა გადავიდეთ იმ ღირებულებებზე სასაუბროდ, რომელსაც მე ვიზიარებდი 2012 წელს" , - განაცხადა პრეზიდენტმა.

ინტერპრესნიუსი

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."