ივლისში „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით 1 270 000 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 102 ლარი მიიღო

ივლისში „ქართულმა ოცნებამ“ შემოწირულების სახით 1 270 000 ლარი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ კი - 102 ლარი მიიღო

მიმდინარე წლის ივლისში ყველაზე მეტი შემოწირულება „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო. სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ შემოწირულობამ ივლისში 1 270 000 ლარი შეადგინა. 36 235 ლარის ოდენობის შემოწირულება მიიღო „ევროპულმა საქართველომ - მოძრაობამ თავისუფლებისთვის“. „ეროვნულ დემოკრატიულმა პარტიამ“ შემოწირულობის სახით 11 092 ლარი მიიღო, „გირჩმა“ – 8 300 ლარი; ალექსანდრე ელისაშვილის საარჩევნო ფონდმა - 3 120 ლარი; „საქართველოს ეთიანმა კომუნისტურმა პარტიამ“ – 268 ლარი; „საქართველოს მშვიდობისთვის“ – 200 ლარი; „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ – 102 ლარი; „რესპუბლიკურმა პარტიამ“ – 20 ლარი.

სულ, საარჩევნო სუბიექტების შემოწირულობებმა ივლისის თვეში 1 329 337,50 ლარი შეადგინა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."