"ფორბსი" - გიორგი რამიშვილი ყალბი Trump Tower-ის აშენებას გეგმავს

"ფორბსი" - გიორგი რამიშვილი ყალბი Trump Tower-ის აშენებას გეგმავს

ამერიკული გამოცემა "ფორბსი" დენ ალექსანდერის სტატიას, სახელწოდებით "ექსკლუზიური გამოძიება: ყალბი ტრამპ თაუერის აშენების რისკიანი გეგმა" აქვეყნებს.

როგორც სტატიაშია ნათქვამი, გასული წლის დეკემბრამდე რამიშვილი ბათუმში 47-სართულიანი Trump Tower-ის აშენებას გეგმავდა. გარიგება მას შემდეგ ჩაიშალა, რაც დონალდ ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტად აირჩიეს და რამიშვილს 15 აკრი მიწა (დაახლოებით 60702.8 კვ. მეტრი) აუთვისებელი დარჩა.

"რა უნდა ქნას უცხოელმა მაგნატმა, როდესაც მისი პარტნიორი აშშ-ის პრეზიდენტი ხდება და მათი პროექტი მივიწყებულია? რამიშვილი ყალბი Trump Tower-ის აშენებას გეგმავს. ყალბი ტრამპ თაუერი იმავე 15 აკრის მიწაზე განლაგდება და ტრამპის მიერ დამტკიცებული დიზაინი იქნება გამოყენებული. საქართველოს მთავრობამ შესაძლოა შენობის მახლობლად მდებარე გზას დონალდ ტრამპის სახელი დაარქვას. პარტნიორებმა უკვე განიხილეს შენობის პროექტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. გიორგი რამიშვილი, მისი ნიუ იორკში მცხოვრები ბიზნეს პარტნიორი გიორგი რუხაძე და ტეხასელი დეველოპერი ტიმ ბარტონი, რომელიც ტრამპის პროექტებზე წლების განმავლობაში მუშაობდა, ფიქრობენ შენობის ისეთ სახელზე, რომელიც ტრამპს უნდა გულისხმობდეს ტრამპის სახელის პირდაპირი გამოყენების გარეშე.

განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."