პოლონური მედია - მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა

პოლონური მედია - მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა. აღნიშნულის შესახებ პოლონური რადიოსადგური ZET „ტვიტერის“ გვერდზე იუწყება.

„საქართველოს ხელისუფლების მიერ ძებნილმა მიხეილ სააკაშვილმა პოლონეთი დატოვა“, - აცხადებს რადიოსადგური.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ პოლონეთს მიმართა თხოვნით, დაედგინა, იმყოფება თუ არა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთის ტერიტორიაზე.

როგორც საოლქო პროკურატურის წარმომადგენელმა აღნიშნა, შესაბამისი მიმართვა საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან ვარშავის პროკურატურამ მიიღო.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."