მიხეილ სააკაშვილმა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა

მიხეილ სააკაშვილმა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო "რია ნოვოსტის" კორესპონდენტი იუწყება.

ჟურნალისტების კითხვას, მიიღებს თუ არა ის ლიტვის მოქალაქეობას, მიხეილ სააკაშვილმა უპასუხა, რომ უკრაინის მოქალაქეობის დაბრუნებას აპირებს.

"მე უნდა დავიბრუნო უკრაინის მოქალაქეობა, რომელიც უკანონოდ ჩამომართვეს. ბევრი უკრაინელი გაბრაზებულია ამ ფაქტით და იმედგაცრუებულად იგრძნობენ თავს, თუ მე არ ვიბრძოლებ", - დასძინა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა რადიო "თავისუფლებას" მისცა ინტერვიუ, სადაც უკრაინის პრეზიდენტი, პეტრო პოროშენკო "საბჭოთა დიქტატორული მეთოდების" გამოყენებაში დაადანაშაულა.

მისი თქმით, ის არ აპირებს უკრაინაში არალეგალურად დაბრუნებას და ამ ეტაპზე "ევროპაში იმოგზაურებს".

"ის, რაც პოროშენკომ გააკეთა, არაკანონიერია. მან უკრაინის კონსტიტუცია, მოქალაქეობის შესახებ კანონი დაარღვია. მან ყველაფერი გათელა, რისი გათელვაც შეიძლებოდა და ეს ტიპიურ საბჭოურ სტილში გააკეთა. იფიქრა, ახლა ზაფხულია, მსოფლიო ამას ყურადღებას არ მიაქცევსო და რომ მე ვერ შევძლებ უკრაინაში დაბრუნებას და ჩემი უფლებების დაცვას", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

როგორც სააკაშვილმა აღნიშნა, "უკრაინელები ამას არ დაივიწყებენ, ვინაიდან ისინი არასოდეს ივიწყებენ დიდ უსამართლობას".

მან ასევე ისაუბრა თავის პოლიტიკურ გეგმებზე და როგორც აღნიშნა, ის უკრაინას უკავშირდება.

"ჩემი გეგმები უკრაინას უკავშირდება. მივიჩნევ, რომ უსამართლობა მოხდა. მე უნდა დავბრუნდე უკრაინაში და სასამართლოში ჩემი უფლებები დავიცვა. ეს არის ახლა მთავარი. ევროპაში ვიმოგზაურებ, პოლიტიკოსებს, ჟურნალისტებს შევხვდები", - განაგრძო საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა.

როგორც საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა განაცხადა, "ის ოჯახთან ერთად ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში მიემართება".

"შემდეგ კი ბრიუსელში გავემგზავრები, რიგ სხვა ევროპულ ქვეყნებში, სადაც ლიდერებთან გავმართავ შეხვედრებს", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."