მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეტენზიებით რეკავს ყველა ქვეყანაში, სადაც მე ჩავედი ან ჩასვლას ვაპირებ

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი პრეტენზიებით რეკავს ყველა ქვეყანაში, სადაც მე ჩავედი ან ჩასვლას ვაპირებ

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა "ფეისბუქის" პირად გვერდზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, პავლო კლიმკინი გააკრიტიკა.

"უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი კლიმკინი იმის ნაცვლად, რომ საქმით დაკავდეს, მთელი დღეების განმავლობაში ყველა იმ ქვეყანაში რეკავს პრეტენზიებით, სადაც მე ჩავდიოდი ან ჩასვლას ვაპირებ", - დაწერა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, "პავლო კლიმკინი ეთნიკური უკრაინელი არ არის, არამედ რუსია".

"რამდენადაც მესმის, მას რუსეთის მოქალაქეობა აქვს და უკრაინულად ჩემზე უარესად საუბრობს. პეტრო პოროშენკო, აი თქვენთვის კიდევ ერთი კანდიდატი მოქალაქეობის ჩამოსართმევად", - მიმართავს სააკაშვილი უკრაინის პრეზიდენტს.

მიხეილ სააკაშვილი ამჟამად ლიტვაში იმყოფება. მან დღეს ვილნიუსში რუსეთის საელჩოსთან საპროტესტო აქციაში მიიღო მონაწილეობა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."