"სპუტნიკმა" ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შეცვალა

"სპუტნიკმა" ვლადიმერ პუტინისა და რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შეცვალა

სააგენტო "სპუტნიკმა" რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინისა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის, რაულ ხაჯიმბას შეხვედრის შესახებ ინფორმაცია შეცვალა.

ამჯერად სააგენტო წერს, რომ პუტინისა და ხაჯიმბას შეხვედრა დახურულ კარს მიღმა ბიჭვინთაში დღეს გაიმართება, რის შემდეგაც მხარეები საერთო განცხადებას გააკეთებენ.

ცოტა ხნის წინ სააგენტომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პუტინისა და ხაჯიმბას შორის შეხვედრა უკვე მიმდინარეობდა.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის პრეზიდენტის აფხაზეთში ვიზიტზე ჯერჯერობით არაფერს წერს წამყვანი რუსული სააგენტოები. ასევე ინფორმაციას ვიზიტთან დაკავშირებით ოფიციალურად ამ დრომდე არ ადასტურებს პუტინის ადმინისტრაცია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."