არსებობს თუ არა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომის დაწყების საფრთხე?

არსებობს თუ არა აშშ-სა და ჩრდილოეთ კორეას შორის ომის დაწყების საფრთხე?

ჩრდილოეთ კორეის ბირთვულმა პროგრამამ და ბალისტიკური რაკეტების გამოცდამ დღეს ახალ, გაცილებით უფრო საშიშ ფაზას მიაღწია. ამ დრომდე, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ბრძოლისუნარიანობა მიუღწეველ მიზნად მიიჩნეოდა. თითქმის არავის სჯეროდა, რომ ქვეყანას ბირთვული ქობინები ექნებოდა და თანაც შორი რადიუსის რაკეტების დახმარებით, სასურველ წერტილამდე მიღწევას შეძლებდა, მაგრამ დღეს ყველაფერი შეიცვალა.

მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ არ არსებობს დადასტურებული ინფორმაცია ჩრდილოეთ კორეის საბრძოლო პოტენიალთან დაკავშირებით, ოფიციალური ფხენიანი ამტკიცებს, რომ მათ კონტინენტურ ამერიკამდე მიღწევა შეუძლიათ. უკანასკნელმა ორმა ცდამ ექსპერტებს აიძულა, აღნიშნულ მტკიცებულებებზე სერიოზულად დაფიქრებულიყვნენ.

იაპონიის ხელისუფლება მიიჩნევს, რომ ჩრდილოეთ კორეამ შეძლო საბრძოლო ქობინი იმ დონეზე შეემცირებინა, რომ ის შორი რადიუსის რაკეტაზე დაემონტაჟებინა, მსგავსი ეჭვი უკვე ამერიკის შეერთებული შტატებშიც გაუჩნდათ, მაგრამ ვაშინგტონში ჯერ დარწმუნებულები არ არიან, რომ ფხენიანმა ცდები წარმატებით ჩაატარა.

დღეს საკითხი, შეუძლია თუ არა ჩრდილოეთ კორეას შორი რადიუსის რაკეტაზე ბირთვული ქობინის დამონტაჟება და სასურველი მიმართულებით გაშვება, არა შესაძლებლობის, არამედ დროის საკითხია. წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."