მიხეილ სააკაშვილი პოლონეთისა და ლიტვის შემდეგ, უნგრეთს უმცროს შვილთან ერთად ესტუმრა

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთისა და ლიტვის შემდეგ, უნგრეთს უმცროს შვილთან ერთად ესტუმრა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთისა და ლიტვის შემდეგ უნგრეთში ჩავიდა.

უნგრეთში ყოფნის ამსახველ ფოტოებს სააკაშვილი "ფეისბუქის" პირად გვერდზე აქვეყნებს. ყოფილი პრეზიდენტი წერს, რომ ოჯახთან ერთად ბალატონის ტბაზე იმყოფებოდა. ფოტოზე მასთან ერთად უმცროსი ვაჟიშვილი ნიკოლოზ სააკაშვილია.

როგორც ცნობილია, უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შემდეგ მიხეილ სააკაშვილი ჯერ პოლონეთში, შემდეგ კი ლიტვაში ჩავიდა. როგორც მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, უკრაინაში ლეგალურად დაბრუნებამდე და სასამართლოს გზით საკუთარი შელახული უფლებების აღდგენამდე, ევროპაში მოგზაურობას გეგმავს.

იხილეთ ვიდეო: სად იმყოფება უპასპორტო სააკაშვილი ოჯახთან ერთად?

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."