"დაველოდოთ, არ ვიჩქაროთ..." - ნარმანია მერის პოსტიდან გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გადაინაცვლებს?

"დაველოდოთ, არ ვიჩქაროთ..." - ნარმანია მერის პოსტიდან გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე გადაინაცვლებს?

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, გენერალური აუდიტორის თანამდებობაზე მის კანდიდატურასთან დაკავშირებით კვლავ კონსულტაციები მიმდინარეობს.

როგორც ნარმანიამ განაცხადა, გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც მერის რანგში მუშაობას დაასრულებს.

"მიმდინარეობს კონსულტაციები, რომელიც გაგრძელდება. შესაბამისად, მას შემდეგ, რაც დავასრულებ მოღვაწეობას თბილისის მერის რანგში, იქნება შესაბამისი გადაწყვეტილება. დაველოდოთ, მანამდე არ ვიჩქაროთ" , - განაცხადა დავით ნარმანიამ.

გენერალური აუდიტორის თანამდებობა ვაკანტურია. ლაშა თორდიას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე კვირის წინ ამოეწურა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობაზე ერთ-ერთ კანდიდატად სწორედ დავით ნარმანიას კანდიდატურა განიხილება.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."