მიხეილ სააკაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება

მიხეილ სააკაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს ეხმაურება

რუსი ოლიგარქის, ივანიშვილის მინისტრმა "ავაკოვთან" საუბარში აღიარა ის, რასაც მე ყოველთვის ვამბობდი: ყველა საქმე ჩემს წინააღმდეგ ფაბრიკაციაა და წმინდა პოლიტიკური ხასიათი აქვს, - ასე ეხმაურება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერს, რომელიც ცნობილი რუსი "პრანკერის", "ლექსუსისა" და თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილის საუბარს ასახავს.

"ივანიშვილს საქართველოში ჩემი ჩასვლის ეშინია, რამდენადაც ქართველი ხალხი, რომელსაც უკვე საკმაო მასალა აქვს ჩემი მმართველობის შესადარებლად ოლიგარქიულ ჩაგვრასთან, გამოვა ქუჩაში და გახვეტს მათ, როგორც კი თბილისში გამოვჩნდები. მაგრამ მე მაქვს უახლოესი გეგმები, რომლებიც უკავშირდება უკრაინას და მის გათავისუფლებას მოლდოველი და დონეცკელი ოლიგარქებისგან", - წერს სააკაშვილი სოციალურ ქსელ Facebook-ში, მის ოფიციალურ გვერდზე.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერი" ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ, თავის მხრივ, უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.

წაიკითხეთ: ალექსეი სტოლიაროვი ("ლექსუსი") - გიორგი მღებრიშვილმა არადაცული სატელეფონო კავშირით შიდა ინსტრუქცია დაარღვია

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."