საგარეო უწყება - ეკა სირაძე-დელონეს ძარცვის შედეგად დაიკარგა ელჩის პირადი ჩანთა, სადაც იყო დიპლომატიური საბუთები

საგარეო უწყება - ეკა სირაძე-დელონეს ძარცვის შედეგად დაიკარგა ელჩის პირადი ჩანთა, სადაც იყო დიპლომატიური საბუთები

ძარცვის შედეგად დაიკარგა ელჩის პირადი ჩანთა, სადაც იყო დიპლომატიური საბუთები, - ამის შესახებ ”ინტერპრესნიუსს” საგარეო საქმეთა სამინისტროში საფრანგეთში საქართველოს ელჩის, ეკა სირაძე-დელონეს გაძარცვის საქმესთან დაკავშირებით განუცხადეს.

საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ძარცვის შედეგად თავად ელჩს ფიზიკური დაზიანება არ მიუღია.

”ძარცვის შედეგად დაიკარგა ელჩის პირადი ჩანთა, სადაც იყო დიპლომატიური საბუთები. მომხდარზე საქმე უკვე აღძრულია და იძიებს საფრანგეთის კრიმინალური პოლიცია. თავად ელჩს თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნება,”-აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკა სირაძე-დელონე გაძარცვეს. აღნიშნულის შესახებ ფრანგული გამოცემა Le Parisien იუწყება.

არსებული ინფორმაციით, ინციდენტი პარასკევს „სტად დე ფრანსის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. საქართველოს ელჩის მანქანა საავტომობილო ნაკადიდან გამოდიოდა, როდესაც მას სკუტერით მოძრავი ორი პირი მიუახლოვდა. მათ მანქანის ფანჯარა ჩაამტვრიეს და დიპლომატიური ჩანთა გაიტაცეს.

ინციდენტის შედეგად საქართველოს ელჩი არ დაშავებულა. მან აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება დაწერა პარიზის მე-17 რაიონის კომისარიატში.

აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით დიპლომატიური ჩანთა ერთ-ერთ რაიონში იპოვეს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."