მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხი კვლავ ძალაშია

მამუკა მდინარაძე - მიხეილ სააკაშვილის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხი კვლავ ძალაშია

მიხეილ სააკაშვილის საქართველოსათვის გადმოცემის საკითხი კვლავ ძალაშია, - ასე უპასუხა ”ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ Страна.ua - ს მიერ გავრცელებულ აუდიო ჩანაწერსა და მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებაზე დასმულ შეკითხვას.

მამუკა მდინარაძე იზიარებს შსს-ს პოზიციას და აღნიშნავს, რომ მაღალი თანამდებობის პირებს შორის სატელეფონო საუბრები დაცული ხაზებით ხორციელდება. რაც შეეხება სააკაშვილის ექსტრადირებას, მდინარაძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილის საქართველოსთვის გადმოცემის საკითხი ძალაშია და ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული.

”შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, სადაც მითითებული იყო, რომ ასეთი კავშირები ღია სატელეფონო ხაზებით არ დგება და არ მიიჩნევენ ისინი სერიოზულად და მეც პრინციპში, ვეთანხმები და გამიჭირდება სერიოზული კომენტარის გაკეთება.

რაც შეეხება საქართველოსთვის გადმოცემის საკითხს ამ კონკრეტული ადამიანის, რა თქმა უნდა, ძალააშია და რა თქმა უნდა, ყველა სამართლებრივი მექანიზმი უნდა მოქმედებდეს ისე, როგორც ეს არის კანონით გათვალისწინებული. როდესაც ადამიანი ექვემდებარება სამართლებრივი თვალსაზრისით ექსტრადირებას, ის უნდა იყოს გადმოცემული კონკრეტული ქვეყნისათვის,” - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Страна.უა-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერების“ (სატელეფონო ხულიგნები) „ვოვანის“ და „ლექსუსის“ მტკიცებით, „ლექსუსი“ საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თნახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

ამასთან ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების დაწყებას და აუდიოჩანაწერზე საერთაშორისო საექსპერტო ბიუროსთვის წარდგენას ითხოვს.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."