ეკა ბესელია Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - ეს არის იუმორისტული ჟანრი და მე მას სერიოზულ კონტექსტში ვერ განვიხილავ

ეკა ბესელია Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერზე - ეს არის იუმორისტული ჟანრი და მე მას სერიოზულ კონტექსტში ვერ განვიხილავ

ეს არის იუმორისტული ჟანრი. მე ამას სერიოზულ კონტექსტში ვერ განვიხილავ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა ეკა ბესელიამ Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ ჩანაწერთან დაკავშირებით განაცხადა.

როგორც ბესელიამ აღნიშნა, გამოქვეყნებული ჩანაწერი არ არის ის თემა, რომელიც შეიძლება იყო სერიოზული განსჯის საკითხი.

„ასეთი შოუს და იუმორისტული სკეტჩის ეპიზოდებით შეიძლება დაკავდეს ნებისმიერი ადამიანი, მაგრამ ეს არ არის თემა, რომლის სერიოზული პოლიტიკური განხილვა შეიძლება მოხდეს. ეს არის ჩემი კომენტარი. მე ამას არანაირ სერიოზულ მნიშვნელობას არ ვანიჭებ და ბუნებრივია, არც მის ავთენტურობაზე არ და ვერც ვისაუბრებ", - განაცხადა ბესელიამ.

რაც შეეხება ოპოზიციის განცხადებებს, რომ გამოქვეყნებულ ჩანაწერს ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს, ბესელია ოპონენტებს ურჩევს, საარჩევნო კამპანიის დროს დაკავდნენ უფრო სერიოზული თემებით, როგორიცაა საარჩევნო პროცესი და თავიანთი შესაძლებლობები მიმართონ უფრო სერიოზული საკითხებისკენ.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი ,,პრანკერი“ ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.

"ინტერპრესნიუსი"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."