რა სურს სინამდვილეში კიმ ჩენ ინს

რა სურს სინამდვილეში კიმ ჩენ ინს

მრავალწლიანი დაძაბულობა, რომელიც ჩრდილოეთ კორეის შეიარაღების პროგრამას უკავშირდება, მას შემდეგ გაიზარდა, რაც ივლისში ჩრდილოეთ კორეამ ორი ინტერკონტინენტალური ბალისტიკური რაკეტა გამოსცადა. ამას გაეროს მხრიდან ახალი სანქციების პაკეტი და აშშ-სთან დიპლომატიური ომის ესკალაცია მოჰყვა.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები სათავეს 1960-იანი წლებიდან იღებს. იმაზე, თუ რა შეიძლება სურდეს სინამდვილეში კიმ ჩენ ინს და რა მიზნები აქვს ფხენიანის სამხედრო რიტორიკას, BBC-ი კემბრიჯის უნივერსიტეტის ლექტორს და ბრიტანული საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინსტიტუტის თანამშრომელს, ჯონ ნილსონ-რაიტს ესაუბრა.

მისი თქმით, ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ამბიციები სათავეს 1960-იანი წლებიდან იღებს. მაშინ რეჟიმი პოლიტიკური და სამხედრო ავტონომიისკენ მიისწრაფოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფხენიანის ტრადიციული მტრები - იაპონია, სამხრეთ კორეა და ამერიკა ამას ეწინაღმდეგებოდნენ, ძირითადი პარტნიორები კი, რუსეთი და ჩინეთი, ფხენიანის გადარწმუნებას ცდილობდნენ. ჩრდილოეთ კორეის მოტივაციას ნაწილობრივ ქვეყნის სტრატეგიული ინტერესების რაციონალური შეფასება ხსნის. ლიბიისა და ერაყის მაგალითზე, ფხენიანი ხედავს, რომ ეროვნული გადარჩენის ერთადერთი გარანტი მასობრივი განადგურების იარაღის დადასტურებული ქონაა. წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."