გიორგი მღებრიშვილის პირველი კომენტარი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

გიორგი მღებრიშვილის პირველი კომენტარი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

გავრცელებულ სატელეფონო ჩანაწერებთან დაკავშირებით შს მინისტრი პირველ განცხადებას აკეთებს.

როგორც გიორგი მღებრიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ეს არის "ფე-ეს-ბე" -ს და "ნაციონალური მოძრაობის" მიერ აგორებული ანტიპიარი, რომელიც ხელისუფლების დასუსტებას ისახავს მიზნად. შს მინისტრის განცხადებით, მას პრობლემა არ აქვს არც გამოძიების დაწყებასთან და არც ექსპერტიზის ჩატარებასთან დაკავშირებით, რაც ხმის ავთენტურობას დაადგენს.

"ჩანაწერებთან დაკავშირებით ჩვენ კომენტარი გავაკეთეთ. მინდა გითხრათ, რომ დარდიც არ მაქვს. თუ საჭირო გახდა, ჩაატარონ გამოძიება, ექსპერტიზები. მე გეტყვით რომ "ფე-ეს-ბე"-ს აგენტები და "ნაციონალური მოძრაობის წევრები ორკესტრირებულად უტევენ ხელისუფლებას და ეს არის ჩვენს შესასუსტებლად აგორებული ანტი პიარი", - განაცხადა გიორგი მღებრიშვილმა.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერი" ლექსუსი თითქოსდა საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს, უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხზე ესაუბრება. გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ის ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უარყო, რომ მსგავსი საუბარი შედგა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."