პრეზიდენტის კომენტარი Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

პრეზიდენტის კომენტარი  Страна.ua-ს მიერ გავრცელებულ აუდიოჩანაწერზე

საზოგადოებამ უნდა შეძლოს და ამგვარ ინფორმაციებზე უარი უნდა თქვას, მას არ უნდა ჩაუღრმავდეს და არ უნდა , - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა განუცხადა.

პრეზიდენტის თქმით, თუკი ამ თემას რეაგირება მოჰყვება, არასწორი იქნება. "ამ თემაზე რეაგირება არასწორად მიმაჩნია. ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, უნდა შევძლოთ, რომ ამ ტიპის ინფორმაციაზე ვთქვათ უარი, უარი უნდა ვთქვათ ამ ინფორმაციის განხილვასა და ჩაღრმავებაზე", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

Страна.ua-მ გაავრცელა აუდიოჩანაწერი, რომელშიც, ცნობილი რუსი "პრანკერების" (სატელეფონო ხულიგნები) „ვოვანის" და „ლექსუსის" მტკიცებით, „ლექსუსი" საქართველოს შს მინისტრ გიორგი მღებრიშვილს უკრაინის შს მინისტრ არსენ ავაკოვის სახელით ესაუბრება. აუდიოჩანაწერის თნახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ექსპრეზიდენტს უცენზურო სიტყვებით მოიხსენიებს და უკრაინულ მხარეს სთხოვს, არ გადმოსცენ ის საქართველოს. ამასთან, ვიდეოს თანახმად, თითქოსდა გიორგი მღებრიშვილი ამბობს, რომ ეს პოზიცია პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან შეთანხმებულია.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."