ელისო კილაძის შვილი - არანაირი სურვილი არ მაქვს სტრასბურგში სარჩელი "ხარშილაძე-საქართველოს წინააღმდეგ" წავიდეს, ველოდები გამამართლებელ განაჩენს

ელისო კილაძის შვილი - არანაირი სურვილი არ მაქვს სტრასბურგში სარჩელი "ხარშილაძე-საქართველოს წინააღმდეგ" წავიდეს, ველოდები გამამართლებელ განაჩენს

ჟურნალისტ ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე მისი საქმის გაჭიანურებას ელოდება. როგორც "ინტეპრესნიუსს" ხარშილაძემ დღევანდელი პროცესის დაწყებამდე განუცხადა, დაცვის მხარეს დღეს დასკვნითი სიტყვა აქვს სათქმელი, რის შემდეგაც არის რეპლიკების ეტაპი, ბოლოს კი ის შემაჯამებელ სიტყვას იტყვის.

დავით ხარშილაძისთვის უცნობია, რამდენად მოესწრება ეს ყველაფერი დღევანდელ პროცესზე.

ელისო კილაძის შვილი საბოლოოდ გამამართლებელ განაჩენს ელოდება.

"არანაირი სურვილი არ მაქვს "ხარშილაძე-საქართველოს წინააღმდეგ" ასეთი სარჩელი წავიდეს სტრასბურგში და შესაბამისად, ველოდები გამამართლებელ განაჩენს. მთელმა საქართველომ იცის, რომ არაფერი მქონია და უდანაშაულო ვარ, ისევე როგორც რამდენიმე ბიჭი, ვისაც ნარკოტიკი ჩაუდეს", - განაცხადა დავით ხარშილაძემ.

ელისო კილაძის შვილი დავით ხარშილაძე სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მას ბრალად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვა ედება, რაც 8-დან 20 წლამდე ან უვადოდ თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."