გიორგი კვირიკაშვილი ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება

გიორგი კვირიკაშვილი ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ეხმაურება

საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესპანეთში მომხდარი ტერაქტის გამო მწუხარებას გამოთქვამს.

"დიდ მწუხარებას გამოვთქვამ ესპანეთში, ბარსელონაში მომხდარი ტერაქტის გამო, რომელსაც მსხვერპლი მოჰყვა. გულწრფელ თანაგრძნობას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, ესპანელ ხალხს.

ტერორიზმი უკვე სისასტიკის ახალი მეთოდებით ემუქრება მსოფლიოს მოქალაქეებს. იღუპებიან სრულიად უდანაშაულო ადამიანები.

მჯერა, რომ ცივილიზებული მსოფლიო შეძლებს გაუმკლავდეს ამ უდიდეს გამოწვევას და მიაღწევს მშვიდობას. ჩვენ ყველაფერი უნდა ვიღონოთ ტერორიზმის დასამარცხებლად, რათა ადამიანებს მიეცეთ მშვიდად ცხოვრების შესაძლებლობა", - ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ნახეთ: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ბარსელონას ტერაქტთან დაკავშირებით "ცხელი ხაზის" ნომერს აქვეყნებს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."