მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში შესვლის სრული უფლება მაქვს

მიხეილ სააკაშვილი - უკრაინაში შესვლის სრული უფლება მაქვს

მე მაქვს სახლი უკრაინაში, ეს ჩემი მუდმივი საცხოვრებელი ადგილია, ასევე მაქვს სახლი საქართველოში, ხოლო პოლონეთში იმიტომ ვიმყოფები, რომ ჩემმა პოლონელმა მეგობრებმა დამპატიჟეს, - განაცხადა საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა BBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

მან ასევე აღნიშნა, რომ ვარშავაში იმყოფება, რადგან "აქედან აპირებს უკრაინაში დაბრუნებას".

"ასევე აქ იმიტომ ვარ, რომ ახლოსაა უკრაინასთან და აქედან ვაპირებ უკრაინაში დაბრუნებას, რაც მე 10 სექტემბრისთვის დავაანონსე", - განმარტა მან.

როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, უკრაინაში შესვლის სრული უფლება აქვს.

"მე მაქვს უკრაინაში შესვლის უფლება. თუნდაც რომ მოქალაქეობის გარეშე პირი ვიყო, უკრაინის კონსტიტუციით ვსარგებლობ ყველა უფლებით. შეგახსენებთ, რომ პოროშენკომ მოქალაქეობა უკრაინის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დარღვევით ჩამომართვა. მე უკრაინაში დაბრუნებას ვაპირებ, რათა სასამართლოში ჩემი უფლებებისთვის ვიბრძოლო", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."