პატრულის თანამშრომლებმა "ლეიბორისტული პარტიის" წევრებს სემეკ-ის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

პატრულის თანამშრომლებმა "ლეიბორისტული პარტიის" წევრებს სემეკ-ის დარბაზი ძალის გამოყენებით დაატოვებინეს

საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებმა "ლეიბორისტული პარტიის" წევრებს სემეკ-ის დარბაზი, სადაც საჯარო სხდომები ტარდება, ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.

როგორც "ინტერპრესნიუსის" კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, ამ წუთებში სამართალდამცავებს "ლეიბორისტები" სემეკ-ის შენობიდან გაჰყავთ.

"ლეიბორისტული პარტიის" წევრებმა, რომლებიც ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო გაძვირებას აპროტესტებენ, სემეკ-ის წევრებს დღეს სხდომის ჩატარების საშუალება არ მისცეს.

მოგვიანებით, სემეკ-ში პარტიის ლიდერი შალვა ნათელაშვილიც მივიდა, რომელმაც სხდომათა დარბაზში მჯდომარე აქცია დაიწყო.

იხილეთ ვიდეო

LIVE: "360 გრადუსი" - დაინფიცირებული მარნეულელი ქალის შვილი, ბიძინა კულუმბეგოვი, დიმიტრი შაშკინი

ინციდენტი ზუგდიდში - რა მოხდა ქალაქის ბულვარში, სადაც მიხეილ სააკაშვილის შტაბი პირბადეებსა და სადეზინფექციო ხსნარებს არიგებდა

"20 ათასზე მეტი ადამიანი შემოწმდა, მათგან ტემპერატურა 25-ს დაუფიქსირდა, საყურადღებოა 2 პაციენტი" - ბოლო ცნობები მარნეულიდან და ბოლნისიდან