უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილზე - მივმართავ ჩვენს გმირ მესაზღვრეებს, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს

უკრაინელი პოლიტიკოსი სააკაშვილზე - მივმართავ ჩვენს გმირ მესაზღვრეებს, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს

უკრაინის "რადიკალური პარტიის" ლიდერი ოლეგ ლიაშკო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების გეგმებს ეხმაურება.

"მხოლოდ უკრაინის მტრებს შეუძლიათ სააკაშვილის ისტერიულ მოწოდებას გამოეხმაურონ, მას უკრაინის საზღვრის გარღვევაში დაეხმარონ. უკრაინის საზღვრის ურღვევობის ხელყოფა ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აუღიარებლობაა. ეს უკრაინის დამცირებაა!" - აღნიშნავს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, სააკაშვილმა საუკეთესო ადვოკატები უნდა აიყვანოს და სასამართლოში წავიდეს.

"სააკაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა მეგობარმა პოროშენკომ მას პასპორტი წაართვა, რომელიც უკანონოდ მიიღო. დაიქირავოს საუკეთესო ადვოკატები და სასამართლოში წავიდეს. მაგრამ ჩემი ქვეყნის საზღვრები წმინდა და ხელშეუხებელია. ამიტომაც ჩვენს გმირ მესაზღვრეებს მივმართავ, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს. ვინც ჩვენი საზღვრების ურღვევობას ხელყოფს, უკრაინის მტერია", - განაცხადა ოლეგ ლიაშკომ.

ლიაშკომ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს ეზიზღება უკრაინის სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი.

"რატომ არ არღვევს ის საქართველოს საზღვარს? იმიტომ, რომ პატივს სცემს თავის მშობლიურ საქართველოს. უკრაინა მისთვის უცხოა, ამიტომაც ასე ამცირებს მას. არავის მივცემ უფლებას დაამციროს ჩემი სამშობლო", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."