ჩინოვნიკი, რომელსაც პრემიერზე მაღალი ხელფასი და დანამატი აქვს - რა ქონებას ფლობს მინდია ჯანელიძე

ჩინოვნიკი, რომელსაც პრემიერზე მაღალი ხელფასი და დანამატი აქვს - რა ქონებას ფლობს მინდია ჯანელიძე

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანი მინდია ჯანელიძე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი საჯარო მოხელეა.

მიმდინარე წლის მარტში შევსებული დეკლარაციის თანახმად, მინდია ჯანელიძემ სახელფასო ანაზღაურების სახით უფრო მეტი თანხა გამოიმუშავა, ვიდრე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

დეკლარაციის თანახმად, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის, მინდია ჯანელიძის შემოსავალმა გასული წლის განმავლობაში 94 500 ლარი შეადგინა.

მიმდინარე წლის 3 მარტს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ჯანელიძე თბილისში ჩარგლის ქუჩაზე მდებარე 115 კვ.მ ფართის ბინას ფლობს, რომელიც 65 000 დოლარად აქვს შეძენილი. მის საკუთრებაშია ასევე ჩარგლის ქუჩაზე მდებარე 20 კვ.მ ფართობის ავტოფარეხი და მოსკოვის გამზირზე მდებარე 72 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი. რაც შეეხება ფალიაშვილზე განთავსებულ 90 კვ.მ ფართობის კომერციულ ფართს, მისი 100%-იანი წილის მფლობელი მინდია ჯანელიძის მეუღლე ეკატერინე ჯანელიძეა  განაგრძეთ კითხვა

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."