პრემიერმა პრეზიდენტს, რეგიონებში ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა

პრემიერმა პრეზიდენტს, რეგიონებში ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ბორჯომის ხეობაში, ხანძრის ადგილზე მუშაობა მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება.

პრემიერმა საგანგებო შტაბი ცოტა ხნის წინ დატოვა და მედიასთან მცირე კომენტარი გააკეთა.

"მიმდინარეობს მუშაობა. მთელი ღამის განმავლობაში გაგრძელდება სამუშაოები, არავითარი საშიშროება არ არის", - აღნიშნა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა საქართველოს პრეზიდენტს, გიორგი მარგველაშვილს ქვეყნის რეგიონებში გაჩნილი ხანძრის ლიკვიდაციის მიზნით, "სამხედრო ძალების გამოყენების წარდგინებით" მიმართა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამ საკითხზე გიორგი კვირიკაშვილსა და გიორგი მარგველაშვილს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

საქართველოს პრეზიდენტი პრემიერ-მინისტრის მიმართვას დააკმაყოფილებს. პრეზიდენტის აქტის დასამტკიცებლად, ხვალ პარლამენტი რიგგარეშე სესიაზე შეიკრიბება.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ხანძრის კერების ლიკვიდაციის და შემდგომი ლოკალიზაციის მიზნით, ასევე, მოსალოდნელი რისკების თავიდან ასაცილებლად, დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება გადაწყდა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტურქტურის მინისტრის, ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, თუ საჭირო გახდა, ბორჯომის ხეობიდან ვერტმფრენები ატენის ხეობაში გადანაწილდება.

როგორც მინისტრმა განმარტა, ამ წუთებში ატენის ხეობაში შესაბამისი სამსახურების მობილიზება მიმდინარეობს.

ალავიძის თქმით, დიდი ალბათობით ატენის ხეობაში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზებაში თავდაცვის სამინისტროს დახმარება გახდება საჭირო.

"ამ წუთებში იქაც მობილიზება მიმდინარეობს. დიდი ვარაუდით, ალბათ თავდაცვის სამინისტრო დაგვეხმარება. თუ საჭირო გახდა ვერტმფრენებს გადავანაწილებთ", - განაცხადა ალავიძემ.

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ბოშურთან ხანძრის ლოკალიზება ჯერჯერობით ვერ ხერხდება. როგორც "ინტერპრესნიუსს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში განუცხადეს, მიუხედავად იმისა, რომ მეხანძრე - მაშველები ადგილზე მუშაობენ, ამ დროისთვის ცეცხლი დაახლოებით 2 ჰექტრამდე ფართობზეა გავრცელებული.

იხილეთ: ფოტორეპორტაჟი ბორჯომის ხეობიდან

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."