პრემიერი: "ქედს ვიხრი ბორჯომის ხეობაში მომუშავე თითოეული ადამიანის თავდადების წინაშე"

პრემიერი: "ქედს ვიხრი ბორჯომის ხეობაში მომუშავე თითოეული ადამიანის თავდადების წინაშე"

ქედს ვიხრი თითოეული აქ მომუშავე ადამიანის თავდადების წინაშე, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს ბორჯომის ხეობაში განუცხადა, სადაც აღნიშნა, რომ ხანძარი ფაქტობრივად ლიკვიდირებულია.

პრემიერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, რომელიც გასული დღეების განმავლობაში ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილეობდა და აღნიშნა, რომ მათ ზოგიერთ შემთხვევაში მუშაობა სიცოცხლისთვის რისკის შემცველ ადგილებში უწევდათ.

"შეიძლება ითქვას, რომ ხანძარი არის ლიკვიდირებული. შესაძლოა, მომდევნო დღეების განმავლობაში იყოს ცალკეული სახანძრო წერტილოვანი კერები, რასაც შესაბამისად მივხედავთ. სწორედ ამიტომ, შტაბი გააგრძელებს შემდეგი დღეების განმავლობაში მუშაობას, ტექნიკა იქნება მობილიზებული იმისთვის, რომ ასეთი წერტილოვანი კერები იქნას ოპერატიულად ჩამქრალი.

საერთოდ მინდა ვთქვა, რომ რა თქმა უნდა, გამოვიარეთ ძალიან სერიოზული კრიზისული დღეები. ამ დღეების განმავლობაში იყო ბევრი კრიტიკაც, იყო ბევრი თბილი სიტყვებიც, მაგრამ მე მინდა ვთქვა, რომ არც ერთი ჩვენგანის, აქ ვინც ვიმყოფებით - მთავრობის წევრის შრომა არ არის მოსატანი ერთი ცალკეული ადამიანის თავდადებასთან, რომელიც ჩვენ ვნახეთ იმ წერტილებში, სადაც იყო სიცოცხლის რისკიც და ამ ადამიანებმა ძალიან დიდი მასივი ჩვენი ულამაზესი ტყის, გადაარჩინეს განადგურებას. ამიტომ მე ქედს ვიხრი თითოეული მათგანის თავდადების წინაშე. ეს გამოწვევა ჩვენმა ქვეყანამ ღირსეულად გადალახა", - განაცხადა კვირიკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."