კახა კალაძე: "არ დავიღლები ვემსახურო თბილისს და თბილისელებს"

კახა კალაძე: "არ დავიღლები ვემსახურო თბილისს და თბილისელებს"

"მე ვიშრომებ თითოეული თქვენგანისთვის, არ დავიღლები ვემსახურო თბილისს და თბილისელებს" - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საკუთარი საარჩევნო შტაბის გახსნისას განაცხადა.

კალაძის განმარტებით, მათმა გუნდმა იცის, როგორც გადაჭრას პრობლემები, რომლებიც თბილისშია.

"თბილისის მერობის კანდიდატად ჩემი დასახელება ძალიან დიდი პატივი და ამავე დროს უდიდესი პასუხისმგებლობაა. მე ძალიან კარგად მაქვს გააზრებული და გათვითცნობიერებული, თუ რას ნიშნავს, იყო თბილისის მერი. სახელისუფლებო გუნდის პოლიტიკური მხარდაჭერით ჩვენ შევძლებთ თბილისის გამოწვევებთან გამკლავებას. მინდა მადლობა გადავუხადო საზოგადოებას, მადლობა გადავუხადო თბილისელებს, რომ მუდმივად ვგრძნობ მათ მხრადაჭერას და თანადგომას. ეს გამოცხადებული ნდობა მაძლევს ძალას, გადავლახო ნებისმიერი გამოწვევა, საკუთარი წვლილი შევიტანო ჩვენი ქალაქის, ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ჩვენ ერთად ყოველთვის გავიმარჯვებთ, თბილისი გაიმარჯვებს.

ჩვენ ძალიან კარგად ვიცით და გვესმის ყველა ის პრობლემა, რომელიც აწუხებს თბილისს და თბილისელებს. ასევე ძალიან კარგად ვიცით, როგორ უნდა მოვაგვაროთ ეს პრობლემები. რა თქმა უნდა, ბოლო წების განმავლობაში ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თბილისში და კეთდება დღესაც, თუმცა საზოგადოება, თბილისი ვითარდება და ბევრად მეტი გვინდა. მე ვიშრომებ თითოეული თბილისელისთვის. მე ვიშრომებ თითოეული თქვენგანისთვის, არ დავიღლები მუშაობით, არ დავიღლები ვემსახურო თბილისს და თბილისელებს", - განაცხადა კალაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."