"წვიმა, ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამ ხანძრების ფონზე, დღეს განსაკუთრებით მიყვარს" - გიორგი კვირიკაშვილი

"წვიმა, ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამ ხანძრების ფონზე, დღეს განსაკუთრებით მიყვარს" - გიორგი კვირიკაშვილი

"წვიმა ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ ამ ხანძრების ფონზე, დღეს განსაკუთრებით მიყვარს" - ასე დაიწყო სიტყვით გამოსვლა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა "ქართული ოცნების" საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენაზე.

პარტიამ "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" დღეს თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა.

კანდიდატები საზოგადოებას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა წარუდგინა. ღონისძიება ბოტანიკის ინსტიტუტში გაიმართა.

"წვიმა არ მოვიდესო და ამ ხანძრების ფონზე ისე შემიყვარდა წვიმა... ყოველთვის მიყვარდა, მაგრამ დღეს განსაკუთრებით მიყვარს, ამიტომ არ გვაშინებს არაფერი. ჩვენ წინ მნიშვნელოვანი არჩევნები გვაქვს, 21 ოტომბერს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს ვის ჩააბაროს მართვა ადგილობრივ დონეზე, ვინ იზრუნებს ცხოვრების უკეთესი პირობის შექმნაზე და დარწმუნებული ვარ, ჩვენი ხალხი ამჯერადაც გააკეთებს სწორ არჩევანს და გადაწყვეტილებას "ქართული ოცნების" ანუ მათი კიდევ უფრო უკეთესი მომავლის სასარგებლოდ მიიღებს.

"ქართულ ოცნებას", როგორც მმართველ გუნდს, აღებული აქვს პასუხისმგებლობა, რომ ჰყავდეს ძლიერი თვითმმართველობები და თითოეული მმართველი რგოლი ხალხის სამსახურში იდგეს. ამისათვის ახალი ენერგია გვჭირდება. დღევანდელობა განახლებულ დღის წესრიგს და მოთხოვნებს გვიყენებს და ჩვენი პარტია სრულიად მზად არის უპასუხოს ამ გამოწვევას" - განაცხადა პრემიერმა.

იხილეთ ვიდეო

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."