ვინ არიან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

ვინ არიან "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატები რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე გიორგი კვირიკაშვილმა დღეს, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონის მერობის კანდიდატები წარადგინა.

ამბროლაურში მერობის კანდიდატი ზვიად მხეიძე იქნება, ონში - ემზარ საბანაძე, ცაგერში - ავთანდილ უგრეხელიძე, ხოლო ლენტენხში - ბადრი ლიპარტელიანი.

მთავრობის მეთაურმა "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

"ქართულმა ოცნებამ" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა გუშინ, ქუთაისიდან დაიწყო. შეხვედრები საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში გაიმართება.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."