რა ქონებას ფლობს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი, რომელსაც პრემიერზე მაღალი შემოსავალი აქვს

რა ქონებას ფლობს მთავრობის კანცელარიის უფროსი მაია ცქიტიშვილი, რომელსაც პრემიერზე მაღალი შემოსავალი აქვს

სახელმწიფო მოხელეების ხელფასების, დანამატებისა და პრემიების საკითხი მუდმივად განხილვის საგანია.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოხელეს მთავრობის მეთაურზე მეტი ანაზღაურებაც კი აქვს. ერთ-ერთი მათგანის, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის მინდია ჯანელიძის შესახებ "ბიზნესპრესნიუსი" უკვე წერდა. ჯანელიძის შემოსავალმა აღნიშნულ პოსტზე გასულ წელს 94 500 ლარი შეადგინა.

ქონებრივი დეკლარაციების თანახმად, გასულ წელს პრემიერ-მინისტრზე მეტი შემოსავალი ასევე მიიღო მთავრობის კანცელარიის უფროსმა მაია ცქიტიშვილმაც, რომლის შემოსავალიც აღნიშნულ პოსტზე 2016 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით 94 500 ლარი იყო.

ცნობისთვის, პრემიერ კვირიკაშვილის შემოსავალმა წინა წელს 51 369,57 ლარი შეადგინა.

"ბიზნესპრესნიუსი" დაინტერესდა რა ქონებას ფლობს მაია ცქიტიშვილი. 2017 წლის 30 იანვარს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, მთავრობის კანცელარიის უფროსი ფლობს 182,80 კვადრატული მეტრი ფართობის ბინას თბილისში; ამავე მისამართზე მდებარე 14 კვ. მეტრის ავტოფარეხს; 1 528 კვ. მეტრის მიწის ნაკვეთს კოჯორში; 407 კვ. მეტრი ფართობის საცხოვრებელ სახლს ამავ მისამართზე და კოჯორში მდებარე 2 686 კვ. მეტრი ფართობის მიწის ნაკვეთს. მასვე ეკუთვნის მსუბუქი ავტომობილი Mitsubishi Pajero.

ამასთან, დეკლარაციის შევსების მომენტში ცქიტიშვილს ნაღდი ფულადი თანხის სახით 12 000 დოლარი ჰქონდა. ასევე, მთავრობის კანცელარიის უფროსი ქონებრივი დეკლარაციის შევსებისას შპს "თბილისის კომერციული ქონების" 75%-იანი წილის მფლობელიც იყო.

ცქიტიშვილის გასავალმა გასულ წელს შვილის სწავლის გადასახადის სახით, 5 400 დოლარი, ქონების გადასახადის სახით კი 3 299,19 ლარი შეადგინა წაიკითხეთ გაგრძელება

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."