მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას, უმცროს შვილთან ერთად აპირებს

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას, უმცროს შვილთან ერთად აპირებს

მიხეილ სააკაშვილი პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას, უმცროს შვილთან, ნიკოლოზ სააკაშვილთან ერთად აპირებს. საქართველოს მესამე პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე ფოტოები გაავრცელა სათაურით - "მორჩა, მივემგზავრებით კრაკოვეცში, უკრაინაში".

ცნობილია, რომ 10 სექტემბერს პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მიხეილ სააკაშვილს მხარდამჭერები და პოლიტიკოსები დახვდებიან. პოლონეთში ჩავიდა ასევე უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელიც შეეცდება, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვრის გადმოკვეთაში დაეხმაროს.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."