დავით უსუფაშვილი - არსებობენ სოფლის, ქალაქის დონის ავანტიურისტები, სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად ჩამოყალიბდა

დავით უსუფაშვილი - არსებობენ სოფლის, ქალაქის დონის ავანტიურისტები, სააკაშვილი ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად ჩამოყალიბდა

"შენების მოძრაობის" ლიდერი დავით უსუფაშვილი მიხეილ სააკაშვილს ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტს უწოდებს.

როგორც უსუფაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ავანტიურიზმს არ აქვს საზღვრები.

"არსებობენ სოფლის დონის ავანტიურისტები, რეგიონის დონის, ქალაქის დონის. მიხეილ სააკაშვილი ჩამოყალიბდა ევრაზიული მასშტაბის პოლიტიკურ ავანტიურისტად, რომელსაც ერთადერთი მიზანი აქვს - საკუთარი ინტერესების დაკმაყოფილება. ამის გამო ის მზად აღმოჩნდა საქართველო მიეყვანა უფსკრულის პირას, შემდგომ ის უკრაინაში გადავიდა და ახლა როგორც მის ქმედებებს ეტყობა, იგი მზადაა უფსკრულის პირას მიიყვანოს ეს ქვეყანაც საკუთარი პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად. მე არ გამიკვირდება თუ მისი შემდგომი გაჩერება იქნება სადმე აფრიკაში და იქაც ასეთივე დამაჯერებლობით ისაუბრებს თუ როგორ უყვარს აფრიკელი ხალხი, რადგან თავად არის დმანისელი მზიას და ზეზვას შთამომავალი, ისინი კი აფრიკიდან ჩამოვიდნენ აქ. აი ასეთი უკიდეგანო ავანტიურიზმით არის იგი მზად გამოუცხადოს ერთგულება თან ქართველ ხალხს და თან უკრაინელ ხალხს, შემდგომი გაჩერება კი ალბათ აფრიკა იქნება",- განაცხადა უსუფაშვილმა.

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ხელისუფლებას სააკაშვილთან დაკავშირებით რეკომენდაციებსაც აძლევს.

"მე კიდევ უფრო მიკვირს იმ ადამიანების, რომლებიც ამ ფენომენს ამდენი ხანი აკვირდებიან და ვერ ხვდებიან რაშია საქმე. მე მგონი, ჩვენ მას უბრალოდ თავი უნდა დავანებოთ. ვიდრე მასზე ვსაუბრობთ, სიუჟეტებს ვამზადებთ, კომენტარებს ვაკეთებთ, ეს სწორედ მის ავანტიურიზმს კვებავს და ახალ-ახალ სიურპრიზებს მოამზადებს. საკმაოდ სახიფათო საკითხებთან გვაქვს საქმე და მე ვისურვებდი, რომ ამ საქმეს საქართველოს მთავრობა მეტი თანმიმდევრულობით და კეთილგონიერებით ეპყრობოდეს. მე არ ვისურვებდი, რომ ვინმეს თავში ახლა ისეთი აზრები ჩნდებოდეს, რომ რა კარგი იქნება თუ არჩევნებზე ისევ სააკაშვილის კარტს გავათამაშებთ, როგორც 2016 წელს იყო. მაშინ თუ გვირაბით შემოდიოდა, ახლა ალბათ დრონით უნდა გადმოხტეს საზღვარზე საიდანმე", - აღნიშნა უსუფაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."