მატარებელს, რომლითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, არ ძრავენ, სანამ მასში ექს-გუბერნატორი იმყოფება

მატარებელს, რომლითაც სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, არ ძრავენ, სანამ მასში ექს-გუბერნატორი იმყოფება

"ინტერსითის" მატარებელში, რომლითაც მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში დაბრუნებას აპირებს, გამოაცხადეს, რომ მატარებელი არ დაიძვრება, ვინაიდან მატარებელში იმყოფება მგზავრი, რომელსაც მგზავრობის უფლება არ აქვს.

მიხეილ სააკაშვილს მატარებლის დატოვებას სთხოვენ. "ჩვენ ვიცით, რომ "კრაკოვეცის" გამშვებ პუნქტზე ასობით ჩემი მხარდამჭერია, მაგრამ იქ ასევე არიან "ტიტუშკები", რომლებიც პროვოკაციას ამზადებენ. რათა თავიდან ავიცილოთ ეს, ჩვენ შესაძლოდ მივიჩნევთ უკრაინაში "ინტერსითის" მატარებლით გამგზავრებას", - განმარტა სააკაშვილმა, როდესაც მატარებლით გამგზავრების გადაწყვეტილება მიიღო.

აღსანიშნავია, რომ მატარებლით გამგზავრების შემთხვევაში საბუთების შემოწმება არა გამშვებ პუნქტზე, არამედ მატარებელში ხდება.

"ასეთი რამე მოგისმენიათ ოდესმე, რომ მატარებელი არ გაემგზავრება?! ფაქტობრივად, მძევლად აყვანილ ადამიანებთან გვაქვს ახლა საქმე. მათ იმდენად ეშინიათ ჩვენი, რომ მატარებელში მყოფი ხალხი აიყვანეს მძევლად. არ შეუძლიათ მათ გააჩერონ მატარებელი პოლონეთის ტერიტორიაზე. ეს ხომ პოლონეთის კანონმდებლობის წინააღმდეგ ხდება?! რა თქმა უნდა, მათ შეუძლიათ უკრაინის ტერიტორიაზე გააჩერონ მატარებელი, მაგრამ არა აქ.

ტერორისტი ვარ თუ ვინ ვარ, რა ტიპის საფრთხეს წარმოვადგენ მე ქვეყნის ან თუნდაც ამ მგზავრების წინააღმდეგ?! ცხადია ისინი იქცევიან როგორც პოლონეთის, ასევე უკრაინის და მიგრაციის კანონის წინააღმდეგ", - განუცხადა მიხეილ სააკაშვილმა მატარებელში შეკრებილ ჟურნალისტებს.

"ინტერსითის" მატარებელი უკვე საათზე მეტია გაჩერებულია. მგზავრების ნაწილი მატარებელს ტოვებს, რათა უკრაინაში სხვა სატრანსპორტო საშუალებით ჩავიდნენ. მგზავრების ნაწილი კი მიხეილ სააკაშვილს მატარებლის დატოვებას სთხოვს.

წაიკითხეთ: მიხეილ სააკაშვილი დღეს უკრაინაში დაბრუნებას შეეცდება - როგორ უპირებენ დახვედრას ექს-პრეზიდენტს მეორე სამშობლოში

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."