სააკაშვილის მომხრეებმა უკრაინის მხრიდან საზღვრის კორდონი გაარღვიეს და ექს-გუბერნატორი საზღვარზე გადაიყვანეს

სააკაშვილის მომხრეებმა უკრაინის მხრიდან საზღვრის კორდონი გაარღვიეს და ექს-გუბერნატორი საზღვარზე გადაიყვანეს

უკრაინის საზღვარზე ვითარება დაიძაბა. უკრაინის მხარეს შეკრებილმა სააკაშვილის მომხრეებმა კორდონი გაარღვიეს და ექს-გუბერნატორის მიმართულებით გაიქცნენ.

მათ გამოედევნენ სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლები. კორდონი გაარღვია მიხეილ სააკაშვილმაც და ის მხარდამჭერებთან ერთად უკრაინის ტერიტორიისკენ გაემართა. მისმა მომხრეებმა შეძახილებით - "მიშა" და "სლავა უკრაინა" სააკაშვილი საზღვრის უკრაინის მხარეს გადაიყვანეს.

იხილეთ ვიდეო

იქამდე, პოლონეთ-უკრაინის საზღვრის "შეგინის" გამშვებ პუნქტზე, უკრაინის მხარეს მოქალაქეთა სასაზღვრო კონტროლი შეაჩერეს. როგორც "შეგინის" გამშვებ პუნქტთან, ნეიტრალურ ზონაში მყოფ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსა და იქ მის მხარდასაჭერად ჩასულ რადას დეპუტატებს განუცხადეს, მიზეზი ტერიტორიაზე ნაღმის არსებობის შესახებ შეტყობინებაა.

ნეიტრალურ ზონაში შეკრებილებთან უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენელი მივიდა, რომელმაც აღნიშნა, რომ სასაზღვრო კონტროლი განაღმვითი სამუშაოების დასრულების შემდეგ, დაახლოებით 3-4 საათში აღდგებოდა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."