სააკაშვილი: "უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადამიყვანეს"

სააკაშვილი: "უკრაინის საზღვარზე მხარდამჭერებმა ხელში აყვანილი გადამიყვანეს"

უკრაინის ტეროტორიის გარღვევის შემდეგ, ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში ღამე ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ სასტუმროში გაათენა, რომელიც ბაზრის მოედანთან ახლოს მდებარეობს. ამავე სასტუმროში დასახლდნენ მისი მომხრეებიც. ამის შესახებ "უკრაინსკაია პრავდა" იუწყება.

გამოცემის ცნობით, ლვოვში სააკაშვილს წუხელ ქალაქის მერი ანდრეი სადოვი დახვდა. ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა ვახშამი მასთან ლვოვის ერთ-ერთ რესტორანში. გამოცემა იუწყება, რომ ვიდრე ისინი ვახშმობდნენ, რესტორანს 30-მდე მამაკაცი იცავდა, რომლებიც სრული ამუნიციით იყვნენ აღჭურვილი.

რესტორნიდან გამოსულმა სააკაშვილმა ჟურნალისტებისთვის ლვოვის მერთან ერთად ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, რაც საზღვარზე მოხდა, ეს არ იყო გარღვევა. მას არ დაურღვევია არავითარი იურიდიული ნორმა მიუხედავად იმისა, რომ საზღვარი კონტროლის გავლის გარეშე გადაკვეთა. მისი თქმით, მისმა მხარდამჭერებმა ის ხელში აყვანილი გადაიყვანეს.

გამოცემა იუწყება, რომ მიხეილ სააკაშვილი ლვოვში სადილამდე დარჩება. სწორედ ამ დროისთვის დაგეგმილია მისი პრესკონფერენცია.

დღეს, მიხეილ სააკაშვილი მომხრეებთან ერთად კიევისკენ გაემგზავრება. ამის შესახებ მედიას ლვოვის მერმა ანდრეი სადოვიმ განუცხადა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."