მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება და 500-კაციანი სასიკვდილო შიმშილობა - "ქართული მარში" საპროტესტო აქციებს აანონსებს

მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირება და 500-კაციანი სასიკვდილო შიმშილობა - "ქართული მარში" საპროტესტო აქციებს აანონსებს

"ქართული მარში" საპროტესტო აქციებს, მთავრობის ადმინისტრაციის პიკეტირებას და 500-კაციან "სასიკვდილო შიმშილობას" აანონსებს.

როგორც "ქართული მარშის" ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, მოძრაობა აპროტესტებს "ქართული ოცნების" მიერ საქართველოს მიწის გასხვისების საკითხს. მისივე თქმით, "ქართული ოცნება" მოტყუებით, გარიგებებით ცდილობს ქართული მიწა გაყიდოს და გადასცეს უცხოელებს.

"ხვალ, 18:00 საათზე, რუსთაველის მეტროდან მსვლელობა დაიწყება "ღია საზოგადოება - საქართველოს" ოფისისკენ, სადაც აქცია ჩატარდება. ამის შემდეგ მსვლელობით გადავინაცვლებთ კახა კალაძის წინასაარჩევნო შტაბთან და მოვახდენთ მის პიკეტირებას. ხელისუფლებამ ჩაიდინა ავაზაკობა, პირობა დაარღვია. ახლა მოტყუებით ცდილობს საკუთარი შეხედულებით გასცეს მიწა უცხოელებზე. ჩვენ ღალატში ვადანაშაულებთ ირაკლი კობახიძეს, არჩილ თალაკვაძეს, ზურაბ ადეიშვილის მარჯვენა ხელს ვანო ზარდიაშვილს, ასევე მამუკა მდინარაძეს, დავით საგანელიძეს", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

მისივე თქმით, "ქართული მარში" ხვალ გამაფრთხილებელ აქციას ჩაატარებს, რის შემდეგაც ისინი არ მოერიდებიან რადიკალური ზომების მიღებას.

"ჩვენი ზომები იქნება რადიკალური. ერთი კვირის განმავლობაში დავგეგმავთ აქციას აღმაშენებლის გამზირიდან მთავრობის ადმინისტრაციამდე, სადაც შენობის პიკეტირებას მოვახდენთ, არ შევუშვებთ მინისტრებს და 500-კაციან სასიკვდილო შიმშილობას დავიწყებთ. ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ კალაძე მოწინააღმდეგეა მიწის გასხვისების უცხოელებზე. ხვალ გასამართ აქციაზე ჩვენ შევეცდებით გავესაუბროთ კალაძეს და თუ ასეა, მაშინ მან ღიად დააფიქსიროს საკუთარი პოზიცია. წინააღმდეგ შემთხვევაში, შევეცდებით არჩევნების ჩაშლას, რათა "ქართულმა ოცნებამ" კიდევ ერთხელ არ მოატყუოს ქართველი ხალხი", - განაცხადა სანდრო ბრეგაძემ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."