კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:00 / 11-09-2017
ნიკა მელია დავით კეზერაშვილზე: "ნაციონალური მოძრაობის" დროს ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები"
"ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას განცხადებით, დავით კეზერაშვილი, რომელმაც "ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით" იშოვა ფული, დღეს "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს. აღნიშნული განცხადება ნიკა მელიამ ტელეკომპანია "პირველის" გადაცემაში "დიანა ტრაპაიძის დღის ამბები" გააკეთა.

მისი განცხადებით, დავით კეზერაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" სირცხვილი იყო.

"არ მაქვს მორალური უფლება ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს შოულობს, რადგან ასევე ვიცი, რომ "ნაციონალურ მოძრაობაში" წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად - ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ "ევროპულ საქართველოს" აფინანსებს.

დავით
კეზერაშვილი და კიდევ სხვა ადამიანები იყვნენ სირცხვილნი "ნაციონალური მოძრაობის" და ვერავითარ შემთხვევაში ვერ ავიღებ პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე. საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობებით იშოვა მილიონები? - ის როცა ფინანსურ პოლიციაში მუშაობდა ძარცვავდა ხალხს ისევე, როგორც ფარცხალაძე ძარცვავს დღეს მთელ საქართველოს", - განაცხადა ნიკა მელიამ.

მისი თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" არის სრულიად განახლებული პარტია და მასში ვეღარ იქნებიან "მოღალატე უგულავები და ბოკერიები ან კორუმპირებული კეზერაშვილები და ფარცხალაძეები".

მელიას მტკიცებით, ბიძინა ივანიშვილთან ერთად გიგი უგულავა, გიგა ბოკერია და დავით კეზერაშვილი ცდილობდნენ დანგრეულიყო "ნაციონალური მოძრაობა", მაგრამ მათ არაფერი გამოუვიდათ.
16:09 / 18-09-2017
dato
0
მელიას ნეტა საკუთარი სიტყვების თუ სჯერა? ნაცმოძრაობის განახლება-გამოსწორება იქნება? ჯერ მოთავეები არ დასჯილან კანონის ძალით და ისე გამოსწორდნენ? რატო ჩვეულებრივი კრიმინალები არ სწორდებიან ეგრე თავისთავად?
11:41 / 18-09-2017
Georgia
0
როგორ მინდა წამოდეგს დავით აღმაშენებელი და გაავლოს ამათ მუსრი, ყველას, ვისაც ჩვენი ქვეყანა საქულას დუქანი ჰგონია ... პირველი მე წავალ, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი ძალადობით არაფერი გამოვა, მაგრამ ჩირქოვან კერას მოკვეთა უნდა ...
მსგავსი სიახლეები
საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით კეზერაშვილი, რომელსაც საბიუჯეტო თანხების
პარტია "ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო" მომხდარის გამო შეშფოთებას გამოთქვამს
"სააკაშვილის ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ მიდის ახალი სისტემის ფორმირება, გადანაწილების პროცესი"
"ნარმანიას მოღვაწეობა იყო ერთი დიდი სიზმარი"
+VIDEO თბილისის მერიასთან "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია მიმდინარეობს
"ეს არის შემთხვევა, რომლის ანალოგი ძნელად თუ მოიძებნება მთელი 20 წლის განმავლობაში"
+VIDEO სისხლის სამართლებრივი დევნაა დაწყებული, თუმცა მათ საქართველო დევნის დაწყებამდე დატოვეს
"დარწმუნებული ვარ, ჩვენს შეხვერდას თავად ივანიშვილი ძალიან ყურადღებით უყურებს მომდევნო დღეს"
მისივე თქმით, პარტიაში დარჩენილები პატივს სცემენ პარტიიდან წასულების აზრს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:53 / 24-09-2017  Image "დროა, დასრულდეს საუბარი თემაზე "დამზადებულია ჩინეთში"
ადამიანები მზად უნდა იყვნენ სამუშაო ბაზარზე მნიშვნელოვანი გარღვევებისთვის
12:05 / 23-09-2017  Image 10 ყველაზე მისტიკური ადგილი დედამიწაზე - ამ ფოტოების თვალიერებისას იფიქრებთ, რომ სხვა პლანეტაზე აღმოჩნდით
ერთი შეხედვით, შეიძლება გვეგონოს, რომ შენს თვალწინ მიწის მონაკვეთია, რომელიც ღრუბლებში დაცურავს
13:13 / 23-09-2017  Image "5 დღის გარდაცვლილები იყვნენ... მეორე ძმა კი ამ ხნის განმავლობაში ბინაში ცხოვრობდა" - რა გახდა გლდანში და-ძმის გარდაცვალების მიზეზი
საქმე თვითმკვლელობამდე მიყვანის, 115-ე მუხლით აღიძრა
11:10 / 23-09-2017  Image "შეერთებულ შტატებს "ომი" აქვს რუსეთთან..." - მორგან ფრიმანის ვიდეომიმართვამ რუსები განარისხა
"ემოციური გადატვირთვის მსხვერპლი" - მორგან ფრიმანი რუსული საზოგადოების კრიტიკის ქარცეცხლში
15:44 / 23-09-2017  Image საოცარი სახლი, სადაც ტიციან ტაბიძის და ნინო მაყაშვილის სიყვარული ცხოვრობდა...
მისაღებში ახლაც დგას ის ძველი მრგვალი მაგიდა, რომელზეც ზამთარ-ზაფხულ წითელმიხაკებიანი ლარნაკი იდგა...
პოპულარული კომენტარები
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49