რაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და რა შეუთვალა მან პეტრო პოროშენკოს

რაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და რა შეუთვალა მან პეტრო პოროშენკოს

შევეცდებით დავამტკიცოთ, რომ კანონი არა ჩვენ, არამედ უკრაინის მესაზღვრეებმა დაარღვიეს, პოროშენკოს, ავაკოვის და სხვების დავალებით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში, სასტუმროში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სააკაშვილმა ადგილზე გაიარა სასაზღვრო პროცედურები, ჟურნალისტების და მხარდამჭერების თანდასწრებით.

"პირველი წუთებიდან, როცა ჩემს წინააღმდეგ იქნა მიღებული უკანონო გადაწყვეტილება უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ, მიმდინარეობდა კანონის დარღვევა. ამიტომ უკრაინის თითოეულ მესაზღვრესთან მაქვს თხოვნა. ძალიან უსიამოვნო იყო ჩემთვის, რომ ორი დღეა მიმდინარეობს პროპაგანდა, თითქოს დავარღვიე კანონი და საზღვარი უკანონოდ გადმოვლახე. მომხდარი შეადარეს დონბასს, ჩვენ სულელები ვგონივართ, მაგრამ ვიცით, რომ ჩვენ არ გავისულელებთ თავს", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა და ის პერიოდი გაიხსენა, როცა მესაზღვრედ თავად მუშაობდა.

"მე თავად ვიყავი მესაზღვრე და იმ დროიდან შემოვინახე ძალიან კარგი ურთიერთობა ბევრ ოფიცერთან. ზოგიერთი მათგანი კიდევ მსახურობს სასაზღვრო სამსახურში. ჩვენ მესაზღვრეებთან ურთიერთობაში პრობლემა არ გაგვაჩნია, ვაფასებ უკრაინული პოლიციის თანამშრომლებს, სამხედროებს და ჩვენი სამართალდამცავი ორგანოების სხვა წარმომადგენლებს, მაგრამ, მე არ ვაფასებ მათ ხელმძღვანელობას და არ ვცემ პატივს. მინდა განვაცხადო, რომ მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა და არ არსებობს არანაირი გარემოება, რომ დავარღვიე კანონი. მივმართავ პოროშენკოს და ყველა თანამდებობის პირს, რომელიც ცდილობს განახორციელოს დანაშაულებრივი ქმედებები, ისინი ვერ შეძლებენ ჩემი პოზიციების შეცვლას. ყველაფერი იქნება გამჭვირვალე. მათ შეეძლოთ აეღოთ და შეემოწმებინათ ჩემი პასპორტი, მაგრამ ახლა როგორც გავიგე, ცდილობენ ჩვენი მხრიდან დანაშაულის ჩადენა დაამტკიცონ. ამას ვერ შეძლებენ და პირიქით, ჩვენ დავამტკიცებთ, რომ კანონი სწორედ სასაზღვრო სამსახურის თანამშრომლებმა დაარღვიეს პოროშენკოს, ავაკოვის და სხვა პირების ბრძანებით, რომლებიც არ ასრულებენ საერთაშორისო სამართალს. მზად ვარ გავიარო ყველა პროცედურა", - განაცხადა სააკაშვილმა.

წაიკითხეთ: როგორ გამოიყურება "უკრაინის საუკეთესო სასტუმრო" ლვოვში, სადაც მიხეილ სააკაშვილი გაჩერდა

ცნობისთვის, უკრაინის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა ცოტა ხნის წინ სასტუმრო "ლეოპოლისის" წინ მიხეილ სააკაშვილს სახელმწიფო საზღვრის არაკანონიერი გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციულ პროტოკოლი გააცნეს. საქართველოს ექსპრეზიდენტმა ადმინისტრატიულ პროტოკოლს ხელი უკვე მოაწერა. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ მისთვის პროტოკოლი საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა გადაეცათ.

"ყველაფერი მარტივია. საზღვრის გადაკვეთიდან სამი საათის განმავლობაში უნდა გადმოეცათ პროტოკოლი. ვერ იტყვიან, რომ სადღაც ვიმალებოდი. ლვოვის მთავარ მოედანზე ვიყავი ათასობით ლვოველთან ერთად. მაგრამ რასაც ახლა აკეთებენ კანონის დარღვევაა", - განაცხადა სააკაშვილმა.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."