რა ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება

რა ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს მიხეილ სააკაშვილისთვის წაყენებული ბრალდება

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ერთ-ერთმა ადვოკატმა განმარტა, რა ბრალდებას უყენებენ მის კლიენტს.

ადვოკატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედება საზღვრის უკანონოდ გადაკვეთა, რაც გათვალისწინებულია უკრაინის ადმინისტრატიული კოდექსის 204-ე მუხლით.

"ამ მუხლის შესაბამისად სასჯელი 3400-დან 8500-მდე გრივნას ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს", - დასძინა ადვოკატმა.

დღეს, უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებმა მიხეილ სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთის შესახებ ადმინისტრაციული პროტოკოლი გადასცეს.

წაიკითხეთ: რაზე ისაუბრა მიხეილ სააკაშვილმა ლვოვში გამართულ პრესკონფერენციაზე და რა შეუთვალა მან პეტრო პოროშენკოს

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."