საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი "ქვეყნის ძალიან სამწუხარო წარსულია".
კვირიკაშვილმა სააკაშვილთან დაკავშირებულ საკითხზე მედიასთან მცირე კომენტარი ცოტა ხნის წინ გააკეთა.
"ჩვენი ქვეყნისთვის მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური წარსული, ძალიან სამწუხარო წარსული და ისიც ძალიან სამწუხაროა, რასაც ვუყურებთ. რაც შეეხება იურიდიულ მხარეს, სჯობს ამაზე იმ ინსტიტუტებმა გააკეთონ კომენტარი, რომელსაც ეს ხელეწიფებათ", - განაცხადა კვირიკაშვილმა.