სად არის მიხეილ სააკაშვილი? - რას ამბობს ადვოკატი ექსპრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ

სად არის მიხეილ სააკაშვილი? - რას ამბობს ადვოკატი ექსპრეზიდენტის ადგილსამყოფელის შესახებ

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის განცხადებით, მან ზუსტად არ იცის თუ სად იმყოფება მისი დაცვის ქვეშ მყოფი, თუმცა შეუძლია ივარაუდოს, რომ ის ჩერნოვციში გაემგზავრა.

სამართალდამცველ სტრუქტურებში წყაროს ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილს ლვოვის ოლქის ტერიტორია არ დაუტოვებია.

მედიის ინფორმაციით, სააკაშვილის დაცვა ირწმუნებოდა, რომ ის არსად არ აპირებს გამგზავრებას და ლვოვში სასტუმროში დარჩებოდა, თუმცა, გვიან ღამით სააკაშვილმა სასტუმრო დატოვა და როგორც სასტუმროს თანამშრომლებმა განაცხადეს, პოლიტიკოსი სასტუმროში არ დაბრუნებულა.

რაც შეეხება სააკაშვილის დაცვას, ისინი აცხადებენ, რომ ის საქმეებზეა წასული.

მოგვიანებით, გამოცემა "უკრაინსკაია პრავდას" მიხეილ სააკაშვილის პრესმდივანმა დარია ჩიჟმა განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილი დღეს ლვოვიდან ჩერნივციში გაემგზავრება.

"დღეს, 18:00 საათზე "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერი მიხეილ სააკაშვილი ჩერნივციში ცენტრალურ მოედანზე იქნება", - განაცხადა მან.

მას არ დაუზუსტებია თუ როდის გაემგზავრება მიხეილ სააკაშვილი.

პარტიის პრესმდივანმა მარიანა პოშტარმა აღნიშნა, რომ სააკაშვილი ჩერნივციში გამგზავრებამდე ლვოვში გამომცემლების ფორუმზე დასწრებას გეგმავდა.

უკრაინის შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა არტიომ შევჩენკომ განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაადგილებასთან დაკავშირებით სამართალდამცველები დამატებით ზომებს არ მიიღებენ. "ჩვენ არ ვაპირებთ ამ პირის თითოეულ ნაბიჯზე კომენტარის გაკეთებას. უბრალოდ, ვუზრუნველყოფთ საზოგადოებრივ წესრიგს, როგორც ეს ხდება ყველა მასობრივ შეკრებებზე", - დასძინა მან.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."