აფეთქება ლონდონში - საგარეო უწყების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

აფეთქება ლონდონში - საგარეო უწყების ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან

ლონდონში მომხდარ აფეთქებასთან დაკავშირებით, დიდ ბრიტანეთში საქართველოს საელჩოში საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით შეტყობინება არ შესულა, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადა. შესაბამისად, არსებული ინფორმაციით, დაშავებულებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან.

ლონდონის მეტროსადგურ "პარსონს-გრინზე" აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად რამდენიმე მგზავრმა სახის დამწვრობა მიიღო. ადგილზე პოლიციელები და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადები იმყოფებიან.

ლონდონის პოლიციამ მეტროში მომხდარი აფეთქების შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა და შემთხვევას ტერორისტული აქტი უწოდა.

პოლიციის ინფორმაციით, დაშავებულია რამდენიმე ადამიანი, თუმცა მატარებელში გაჩენილი ხანძრის გამომწვევი ზუსტი მიზეზის დადგენა ჯერ შეუძლებელია.

თავდაპირველად შემთხვევის ადგილზე ლონდონის სანტრანსპორტო პოლიცია მუშაობდა, ახლა კი საქმეში კონტრტერორისტული პოლიციის თანამშრომლები ჩაერთვნენ.

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა

ვანო ზარდიაშვილი პარლამენტს ტოვებს - "ჩემ უკან დგას ჩემი ოჯახი და მცირეწლოვანი შვილები..."